კიევში პოლიციელი მოკლეს
კიევში, გოლოსევსკის რაიონში, დღეს გარადცვლილი პოლიციელი იპოვეს, რომელიც თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად არის გარდაცვლილი,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარი მკვლელობის ადგილიდან შორიახლოს მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებმა იპოვეს. მშენებლებმა მუშაობის დროს სროლის ხმა გაიგონეს და იმ მიმართულებით გაიქცნენ, საიდანაც გასროლის ხმა გაისმა. ადგილზე მისულებმა ძირს დაგდებული პოლიციელი შენიშნეს, მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე მეტრში კი ორი მამაკაცი გარბოდა. მათ მისვლისთანავე პოლიციას გამოუძახეს. ამ დროისთვის დადგენილია, რომ გარდაცვლილი მამაკაცი 27 წლის იყო და ის გოლოსევსკის რაიონის პოლიციაში მუშაობდა. პოლიციელი სამსახურიდან სახლში უიარაღოდ ბრუნდებოდა, როცა მას თავს 2 უცნობი მამაკაცი დაესხა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის აღძრული. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის ყველა მოწმეს და უბრალოდ ქუჩაში გამვლელს ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას მიაკითხონ ან დარეკონ ნომერზე – 102.