,,ლექსო, არ დაიკარგები” – ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო გაიმართება

25 მაისს, 19:00 საათზე,   შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – ,,ლექსო, არ დაიკარგები”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოზე წარმოდგენილი იქნება ავთენტიკური ხალხური ხელოვნების ფართო სპექტრი: პოეტური ფოლკლორის ძველი და ახალი ნიმუშები, იუმორი, ხალხური სიმღერა და ცეკვა.
წინა წლებისაგან განსხვავებით საღამოში მონაწილეობენ ახალი სახეები – ახალი მთქმელები და ავტორმთქმელები, რომელთაც მხოლოდ ვიწრო წრეში იცნობენ და დამსწრე საზოგადოება მათ 25 მაისს გაიცნობს.
ხალხური პოეზიის წლევანდელ საღამოში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მათგან მხოლოდ ისინი შეირჩა, ვისი შემოქმედებითი და საშემსრულებლო ხელოვნება ხალხური შემოქმედების თანამედროვე მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
უკვე ტრადიციად ქცეული ხალხური პოეზიის საღამო ქართული მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორული შემოქმედების გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
საღამოს გაუძღვებიან: ფოლკლორისტები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
საღამო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები