სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხელახლა ჩატარდება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ხელახლა ჩატარება გახდა საჭირო. იმის გამო, რომ დღევანდელმა არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს, აკადემიურ საბჭოს რამდენიმე დღეში არჩევანის გაკეთება თავიდან მოუწევს.
სოხუმის უნივერსიტეტში დღეს არჩევნების ორი ტური ჩატარდა. პირველი ტურზე დარეგისტრირებული ექვსი კანდიდატის ნაცვლად, მხოლოდ ხუთი წარსდგა, ერთ-ერთმა კანდიდატმა – დავით ჯალაღონიამ, საკუთარი კანდიდატურა უკანასკნელ მომენტში მოხსნა.
8 ადამიანისაგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, თუმცა ორი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა. შედეგად, პირველ ტურში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:თემურ ჩილაჩავა – 0 ხმა, მარიამ მირესაშვილი – 3 ხმა, ინდირა ძაგანია-ჭოჭუა – 2 ხმა, ავთანდილ ხაზალია – 1 ხმა, ბელა ხაბეიშვილი -0 ხმა. მონაცემები არც მეორე ტურში შეიცვალა, შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნა გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები