კორეის დედაქალაქში გახსნილ მრავალკულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდია წარმოდგენილი

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კორეული კომპანია “Lotte Group”-ის ცენტრალურ სავაჭრო ცენტრში 17 მაისს გახსნილ მრავალკულტურულ გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ქართული სტენდი, რომელზეც ქართული კულტურის ამსახველი ექსპონატები განთავსდა.
აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი კორეული კომპანია “Lotte Group”-ის ცენტრალურ სავაჭრო ცენტრს ყოველთვიურად მილიონობით ტურისტი და ადგილობრივი მოსახლე სტუმრობს.
“Lotte Group”-ის სავაჭრო ცენტრში გახსნილი გამოფენა ერთ კვირას გასტანს, მისი დასრულების შემდეგ კი საელჩოს მიერ ქ. სეულის მრავალკულტურულ მუზეუმთან ჩატარებული აქტიური სამუშაოს შესაბამისად, ქართული კულტურის ნიმუშები, მუდმივი განთავსებისთვის, მუზეუმს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები