გიორგი ალიბეგაშვილი ქისტური პოეზიის საღამოს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ქისტური პოეზიის საღამოს – ,,საქართველო ქისტი პოეტების შემოქმედებაში“ დაესწრნენ.
ღონისძიებაზე, რომელიც მწერალთა სახლში ,,კავკასიელ ქალთა კონგრესის“ ორგანიზებით მოეწყო, ახალგაზრდებმა უხუცესი ქისტი პოეტების – მუხმად ნაციშვილისა და სულეიმან გუმაშვილის მიერ ქართულ ენაზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიების დასასრულს, გიორგი ალიბეგაშვილმა და გულიკო ზუმბაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და უხუცეს პოეტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ქისტური პოეზიის საღამოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროების, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და ქალთა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები