სოფელ ჩაჟაში, კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჟაში კულტურული მემკვიდრეობის ზონებში ახალი მშენებლობები აიკრძალება. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის – სოფელ ჩაჟას კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღეს უნდა მიიღოს.
ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შედეგად, 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში, აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება. დასაშვებ საქმიანობად განისაზღვრება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო ქსელებისა და იმგვარი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს.
პროექტის ავტორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები