თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის შესახვევის, ვლადიმერ დავითაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის დასახლების, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, გახოკიძის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ტაშკენტის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიმიტრი ბაქრაძის, კოსტავას, ჭოველიძის, მელიქიშვილის, ალექსი მაჭავარიანის და შოთა მილორავას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III მიკრორაიონების, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და რომან ჭელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები