ხვალ ეროვნული სამოსის დღე საქართველოს 20 ქალაქსა და აშშ-ს და ევროპის 12-მდე ქალაქში გაიმართება

საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებულმა საქართველოს ეროვნული სამოსის დღემ წელს უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო. ხვალ ღონისძიებები საქართველოს 20-ზე ემტ ქალაქსა და საზღვარგარეთ 12 ქალაქში გაიმართება.
როგორც დღეს ნაციონალური სამოსის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო-საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს საზღვრებს გასცდა. 18 მაისი ქართული სათვისტომოების მიერ აღინიშნება შემდეგ ქალაქებში: ნიუ-იორკში, ლონდონში , ვაშინგტონში, ფილადელფიაში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში.
საქართველოში კი Check in Georgia-იას ფარგლებში ეროვნული სამოსის დღე 20-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. მთელი საქართველოს ღია ცისქვეშ მუზეუმად ქცევის იდეის ფარგლებში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.
ერთ-ერთიო ორგანზიატორის ბაჩანა ჭანტურიას განცხადებით, 18 მაისი იქცა დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.
თბილისის მერიის მხარდაჭერით ეროვნული სამოსის დღე თბილისში ევროპის მოედანზე გაიმართება. 16: 00 სააითზე გაიხსნება გამოფენები და მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა. მსვლელობაში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, რომელიც ეროვნულ სამოსში იქნება გამოწყობილი.
17:00 საათზე გაიმართება ფოლკლორული კონცერტი, ხოლო 20 :00 საათზე ეროვნული სამოსის დღე გალა-კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე, „სუხიშვილები“ (მომავალი თაობა) ბენდი „ჩვენებურები“ ანსამბლი „მუხამბაზი“; ასევე „შავფაროსნები“ საჩვენებელი შოუთი.
რეგიონებში ღონისძიებები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, კასპი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, მცხეთა, ბათუმი, ახალქალაქი, ახალციხე_რაბათი, დუშეთი, ბოლნისი, ქარელი, ხაშური, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, გორი, რუსთავი.
საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში ეროვნული სამოსის დღეს საკუთარ სივრცეში ასევე აღნიშნავს რამდენიმე კომპანია, სასტუმრო და დაწესებულება. King David, „გორგასალი“ Palm Apartments/Palma Laguna კომპლექსი „ბაგრატი“ და Brand R -ის მომსახურე პერსონალი 18 მაისს სტუმრებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოემსახურებიან.
„ქართული სახლი“ სტუმრებისთვის სპეციალურ დრესს კოდს აწესებს . ეზოში ეროვნული სამოსის თემაზე გამოფენებს და ჩვენებას მოაწყობს. მთაწმინდის პარკში კი რიყეზე გამართული ღონისძიებების პარალელურად საინტერესო ღონისძიებები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები