პატრიარქი ოჯახურ წყვილებს მიმართავს – “მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს”

“იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომელიც პერიოდულ ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი“ იბეჭდება.
წინასიტყვაობა დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს მეუფე დანიელმა წაუკითხა. პატრიარქი ცოლსა და ქმარს მიმართავს, სადაც ამბობს, რომ ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვან.
“იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას… თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი, ამასთან, ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ”, – ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები