ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სხვადასხვა ადგილზე სასულიერო პირები და მრევლი შეიკრიბა

​ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით,ფილარმონიასთან, ვარდების მოედანზე, ოპერასთან, პარლამენტთან და პუშკინის სკვერთან სასულიერო პირები და მრევლის ნაწილია შეკრებილი. 9 აპრილის ქუჩაზე სასულიერო პირებთან ერთად, “ოჯახის სიწმინდის დამცველები” იმყოფებიან. მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე მთელი დღე იმოძრავებენ და ლგბტ თემის წარმომადგენლებს აღლუმის გამართვის უფლებას არ მისცემენ. სასულიერო პირები გადაიხდიან პარაკლისს, გაიმართება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტიც.
13:00 საათზე დაიწყება მსვლელობა ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და მრავალშვილიან ოჯახებს დალოცავს. დაჯილდოვდებიან რვა და მეტშვილიანი ოჯახები.
ოჯახის სიწმინდის და სიმტკიცის დღე პატრიარქმა 2014 წელს დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები