ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა

ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის კანცელარიასთან აქცია დასრულდა. აქციამ მშვიდობიანად ჩატარებას სამართალდამცველები უზრუნველყოფდნენ.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია სამარშრუტო ტაქსების მეშვეობით დატოვეს.
აქციაში ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. აქციის მთავარი ლოზუნგია იყო ”ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.
მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხოების ზომები ისევ გამკაცრებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები