კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის N63-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების ალტერნატიულ ქსელს მოაწყობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ქსელზე, რკინა-ბეტონის ნაგებობა სამშენებლო ნორმების დარღვევითაა დაშენებული. არსებული შენობა-ნაგებობა, წლების განმავლობაში, წყალმომარაგების ქსელის დეფორმაციას იწვევდა და შესაბამისად, ქსელი ხშირად ზიანდებოდა. ამჯერად, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ვერ ხერხდება, რადგან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა შეუძლებელია.
მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, კახეთის გზატკეცილის N63-თან კომპანიამ ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა და წყალსადენის 2 ჭა მოაწყო. შედეგად, ამ მომენტისთვის, მოსახლეობას წყალმომარაგება შეუზღუდავად მიეწოდება.
დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, კახეთის გზატკეცილზე N63-ის მოპირდაპირე მხარეს, აუცილებელი გახდა წყალმომარაგების ალტერნატიული ქსელის მოწყობა და ასფალტის საფარის დემონტაჟი.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, წყალმომარაგების ქსელზე სამუშაოების დასრულებისთანავე, კომპანია საგზაო ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები