ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამართული ღონისძიებები ლგბტ-ის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და გმობს ძალადობას.
ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობენ ლგბტ აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მთავარი ლოზუნგია ”ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.
აქციის უსაფრთხოებას სამართალდამცავები უზრუნველყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები