17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა

17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან ერთად, ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, აწყურის და ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისში შემობრძანდება. ამასთან დაკავშირებით, დილიდანვე ღონისძიებები  რამდენიმე ადგილას გაიმართება.
17 მაისს, 13:00 საათზე, “ვარდების მოედნიდან” (სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორია) მსვლელობა დაიწყება სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ოჯახებს, მრევლს და სრულიად საქართველოს.
გლდანისა და მუხიანის ეკლესიების მრევლი 9 საათზე იკრიბება ფილარმონიასთან, სადაც სასულიერო პირები  პარაკლისს ჩაატარებენ.
საქართველოს პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები