კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის დიდი მასა განეიტრალდა

 

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 16 მაისს დედოფლისწყაროს, სიღაღის და გურჯაანის რაიონში შიდამასიური ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 82 ერთეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.
“დელტას” ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან სისტემის მართვის ცენტრის მიერ აღნიშნული რაიონების თავზე შიდამასიური ღრუბლის წარმოქმნა დაფიქსირდა. საერთო ფართობით 550 კმ2, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 18 მმ იყო. 15:13 დან 17:14 საათამდე ღრუბლის მასები 82 ერთეული რაკეტით დამუშავდა, რის შედეგადაც ნალექის ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა. სეტყვის მოსვლა მხოლოდ სისტემის მოქმედების ზონის გარეთ, დასახლებული პუნქტების თავზე დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები