ირაკლი კობახიძე მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულთა მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს – „12 განრისხებული მამაკაცი“ დაესწრო.  სპექტაკლში მონაწილეობა 18-მა მსჯავრდებულმა მიიღო.

სპექტაკლს  სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა რუსთაველის თეატრის ფოიეში, მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები