ხაჯიმბა გაეროსგან აფხაზეთის აღიარებას ითხოვს
“მოდით, მოვილაპარაკოთ ასე – თქვენ ჩვენ გვაღიარებთ!“ – ეს მოთხოვნა ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელთან, ნილ სკოტთან შეხვედრისას განაცხადა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში, ნილ სკოტის და ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მორიგი შეხვედრა სოხუმში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ АпсныПресс“-ი ავრცელებს.
“მოდით, მოვილაპარაკოთ ასე – თქვენ ჩვენ გვაღიარებთ! და თქვენი დახმარება უფრო ქმედითი იქნება, საქართველო იძულებული იქნება, გვაღიაროს. არ გვინდა მარტო დახმარება. გამოდის, რომ გვმართავთ, არ გვაძლევთ ჩარჩოებიდან გამოსვლის საშუალებას. რუსეთის ფედერაციაც ძალიან გვეხმარება”, – ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.
ოკუპირებულ აფხაზეთში გაეროს მხარდაჭერით 3 ორგანიზაცია საქმიანობს, სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში.