თამარ ხულორდავა: ისე არ უნდა ვაკაკუნოთ ევროკავშირის კარზე, რომ შევაწუხოთ და კარი ჩარაზონ

“არ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამბიცია და აქტიურად არ უნდა ვაკაკუნოთ ევროკავშირის კარზე, მაგრამ ისე არ უნდა ვაკაკუნოთ და შევაწუხოთ, რომ მერე ჩარაზონ ის კარი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები” გამოსვლისას განაცხადა.
ხულორდავამ ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ასოცირების შეთანხმება არის ევროპეიზაციის პროცესის ინსტრუმენტი ჩვენს ხელში. ეს არის საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ გარდაქმნის სახელმწიფო გეგმა. ხშირად სვამენ კითხვას, რომ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და შემდეგი რა არის? ეს ყველაფერი გვაქვს, შესაძლებლობის სახით. ჩემი აზრით, ამ შესაძლებლობების ათვისება არის შემდეგი. არ ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამბიცია და აქტიურად არ უნდა ვაკაკუნოთ ევროკავშირის კარზე, მაგრამ ისე არ უნდა ვაკაკუნოთ და შევაწუხოთ, რომ მერე ისე ჩარაზონ ის კარი, რომ ვეღარასოდეს ვეღარ ასრულდეს ჩვენი საბოლოო მიზანი. ყველას გვესმის, რომ ახლა საუკეთესო დრო ამისთვის არ არის, არც ჩვენი და არც ევროკავშირის მზაობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები