თიკა რუხაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვისას, “აუდიტორია 115”-ის წევრებმა საკუთარი აზრი განსაზღვრულ ფორმაში ვერ დააფიქსირეს

თბილისში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვისას, “აუდიტორია 115″-ის წევრებმა საკუთარი აზრი განსაზღვრულ ფორმაში ვერ დააფიქსირეს”,- ამის შესახებ კულტურის დარგის მენეჯერმა, თიკა რუხაძემ განაცხადა.
​როგორც რუხაძემ აღნიშნა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იქ მყოფი მონაწილეები დაზარალდნენ, რადგან საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.
“მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან საერთო-სახალხო განხილვის ფორმატში ჩაატარა განხილვა. როგორც ვნახეთ, საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ის ფორმა, რაც მე თბილისში დავინახე, აბსოლუტურად მიუღებელი შინაარსის მატარებელია. თავისთავად ჩნდება კითხვა, რამდენად ვართ შემდგარი საზოგადოება, ამას ხომ მსოფლიო უყურებს? ძალიან ცუდი ემოცია დამიტოვა ამ ყველაფერმა და დაახლოებით 90-იანი წლები გამახსენა. რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდებსაც აქვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება, თუმცა ყველაფერს ფორმა გააჩნია”, – განაცხადა რუხაძემ.
​თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა 15 მაისს ჩაიშალა. სხდომის გადადების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიიღო. პროექტის განხილვის თარიღი რამდენიმე დღეში დაზუსტდება. ახალი კონსტიტუციის განხილვისას, “აუდიტორია 115”-ის წევრებმა ირაკლი კობახიძეს შეხვედრის დაწყების საშუალება არ მისცეს. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმში უკვე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები