#დაზოგეწყალი – გუნდების შუალედური ანგარიში

კამპანია #დაზოგეწყალი ყველაზე მნიშვნელოვან, ფინალურ ეტაპს უახლოვდება. გუშინ, 15 მაისს, პროექტის მონაწილე გუნდებმა საინფორმაციო კამპანიის შუალედური ანგარიშები წარადგინეს. გუნდის კაპიტნების პრეზენტაციებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ უმასპინძლა.

შუალედურ ანგარიშში, გუნდებმა #gwpოლიმპიადის ფარგლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის შედეგები შეაჯამეს. მოსწავლეებმა 3 კვირის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს: სკოლის პედაგოგები და თანატოლები პროექტში ჩართეს; პოსტერები, ფლაერები და ბანერები დაამზადეს; ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და წყლის დაზოგვის გზების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს; ხალხმრავალ ადგილებში ფლეშმობი გამართეს; კამპანიის წარმოებისთვის, სოციალური ქსელი აქტიურად გამოიყენეს და ვიდეომიმართვები გაავრცელეს.
საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, სკოლის გუნდები ერთმანეთს წყლის დაზოგვასა და პრობლემური ადგილების იდენტიფიცირებაშიც ეჯიბრებიან.
შუალედური ანგარიშის წარდგენისას, მოსწავლეებმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და „ეკოხედვის“ წარმომადგენლებისგან რჩევები მიიღეს, რაც მათ ფინალური, გადამწყვეტი პრეზენტაციის მომზადებაში დაეხმარება.
#gwpოლიმპიადის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია მაისის ბოლომდე გაგრძელდება. გამარჯვებული გუნდი 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება და „ეკობანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.
კამპანიის -#დაზოგეწყალი საპილოტე პროექტი, ვარკეთილის რაიონის 16 სკოლაში ხორციელდება.
პროექტი წყლის რესურსის დაცვის ეროვნული მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიას #დაზოგეწყალი თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები