პირველმა ლედიმ ბრატისლავის ბავშვთა ფსიქოლოგიური განვითარების სარეაბილიტაციო ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა სლოვაკეთში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბავშვთა ფსიქოლოგიური განვითარების სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა. პირველ ლედის ცენტრის ხელმძღვანელმა უმასპინძლა და თერაპიის კაბინეტები დაათვალიერებინა. მაკა ჩიჩუა ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის საჭირო თერაპიის სხვადასხვა მეთოდებს გაეცნო და ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ინკლუზიური საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოინახულა.
“სლოვაკეთის სარეაბილიტაციო დღის ცენტრში, ფაქტიურად საბავშვო ბაღის გარემოა შექმნილი. აქ ბავშვები სკოლაში წასასვლელად ემზადებიან. ჩემთვის რაც ძალიან საინტერესოა, ეს არის ინკლუზიური დღის ცენტრი, აქ არიან ბავშვები როგორც ტიპიური განვითარების, ისე სხვადსხვა პატარ-პატარა შეზღუდვების მქონე. მინდა, რომ ამ ტიპის გამოცდილება გავუზიარო მათ, ვინც ამ საქმითაა დაკავებული და აქვთ გარკვეული წინსვლაც საქართველოში, მაგრამ ამ მიმართულებით, საჭიროა ყოველთვის მხარდაჭერა”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
დღესვე, პირველმა ლედიმ ქალაქ ბრატისლავის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები დაათვალიერა, რის შემდეგაც სოციალურ საწარმოსა და კაფეს ესტუმრა, სადაც სხვადსხვა სახის შეზღუდვის მქონე პირები არიან დასაქმებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები