”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”მაესტრო” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება”

კომპანია “სილქნეტი” აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს. დღეს საღამოს კომპანიის აბონენტებს შესაბამისი შეტყობიმებები მიუვიდათ.

”გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”მაესტრო” აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”, – ნათქვამია „სილქნეტის“ შეტყობინებაში, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს.

დამატებით განმარტებებს კომპანიაში ამ დროისთვის არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები