ალექსანდრე ჯეჯელავა: „რუსთავი 2“ ცდილობს, მოიპოვოს პირადი ტერიტორიიდან ინფორმაცია და ამას არ მივესალმები

განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელსა და ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოძიება ინციდენტში მონაწილე შესაბამისი პირების ბრალეულობას გამოავლენს.
ჯეჯელავამ, „რუსთავი 2“ ინფორმაციის მოპოვების მცდელობის გამო გააკრიტიკა. საუბარია წუხელ, ფარცხალაძესთან შსს-ს თანამშრომლების არაოფიციალური ვიტის კადრებზე, რომელიც ტელეკომპანიის კამერის ობიექტივში მოხვდა.
„ვიცი, რომ „რუსთავი 2“ ცდილობს, მოიპოვოს პირადი ტერიტორიიდან ინფორმაცია და ამას არ მივესალმები, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ჩამოყალიბდა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ინსტრუმენტი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ასეთი მეთოდების გამოყენება,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ვიცე-პრემიერი გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.
„საგამოძიებო უწყებები თვითონ გადაწყვეტენ ვინ როდის უნდა დაკითხონ. დარწმუნებული ვარ, სიმართლე დადგინდება და ვინც რაზე აგებს პასუხს, აუცილებლად მოეთხოვება,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები