ანაკლიაში რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების ძვლები აღმოაჩინეს

“ანაკლიაში ბავშვების ნეშტები იპოვეს” – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ანაკლიის ისტორიულ ციხესთან რამდენიმე ადამიანის ნეშტი დაახლოებით 5 წლის წინ იპოვეს, თუმცა დღემდე არსად გახმაურებულა.
სტატიის თანახმად, 2011 წელს, ციხესიმაგრის ტერიტორიის მასშტაბური დასუფთავების დროს, მუშებმა რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების ძვლები აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, გიორგი ხარჩილავამ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მუშებმა აღმოჩენილი მნიშვნელოვან ფაქტად არ მიიჩნიეს და ნეშტები, ძვლების ნაწილები მიწაში ჩაფლეს. როგორც სტატიის ავტორი წერს, ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ აღნიშნულ ადგილზე ტყვეთა ვაჭრობა ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები