სვანეთში საავტომობილო გზის მონაკვეთი ცალმხრივად არის გახსნილი

​სვანეთში საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ.183 მონაკვეთი რამდენიმე დღის წინ დაიმეწყრა.
როგორც ”კვირას“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნული მონაკვეთი ცალმხრივად არის გახსნილი. მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.
​შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოსწყდა, გზები ჩაიხერგა და ელექტროენერგიის გარეშე 5 სოფელი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები