NDI : გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო

NDI-ის გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო. 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური საერთოდ არ უნდა იყოს სავალდებულო.
გამოკითხულთა 77% -ის აზრით, საქართველოში ხალხი სამხედრო კარიერას იმიტომ ირჩევს, რომ სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, 16% აღნიშნულ შეფასებას არ ეთანხმება.
NDI-ის გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ სამხედრო კარიერას იმისთვის ირჩევენ, რომ მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა უნდათ, 31% კი ამას არ ეთანხმება.
​კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს, წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები