NDI: გამოკითხულთა 62 პროცენტი თვლის, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყანას სარგებელს მოუტანს

საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 62 პროცენტი თვლის, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყანას სარგებელს მოუტანს. რესპოდენტთა უმეტესობა 18-დან 35 წლამდეა.
NDI-ის მიერ დასმულ კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს, 55 პროცენტი დადებით პასუხს სცემს, რომელთა ასაკიც 36-დან 55 წლამდეა და გამოკითხულთა 40 პროცენტი, რომლებიც 56 წელს აღემატებიან.
დასმულ კითხვას არ ეთანხმება 56 წელს გადაცილებულთა 51 პროცენტი, ასევე გამოკითხულთა 39 პროცენტი, (ასაკი 36-55) და 30 პროცენტი, (ასაკი 18-35).
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები