NDI : გამოკითხულთა 34% ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსული სამხედრო აგრესიაა

​NDI-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 34% ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსული სამხედრო აგრესიაა. რესპოდენტთა 16% აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ასახელებს, 9% ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ ისლამურ სახელმწიფოს მიიჩნევს, ხოლო 12%-ს პასუხი არ აქვს.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები