შსს ე. წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას გეგმავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე. წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას გეგმავს.
როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობას „ფარული პოლიციის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს მიმდინარე თვეში წარუდგენს, რომელიც ე.წ. ფარულ პოლიციელებს ეხება.
“ეს იქნებიან პოლიციელები, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით, ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთის ქვეყნებში იქნებიან ფარულად. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული მუშაობა იქნება. საუბარია იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი, მსგავსი ინსტიტუტი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. ქვეყნები ამით ეხმარებიან ერთმანეთს, რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ორგანიზებული ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდეს ეფექტური ბრძოლა პოლიციის მხრიდან”, – განაცხადა შალვა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები