მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს, 11 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება ბრიფინგი.