იანოშ ჰერმანი: შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო

“ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს შრომის ინსპექციას”, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განუცხადა.
“შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არაერთხელ, პრაქტიკულად ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მე მესმის, რომ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით სახეზეა და ისიც მესმის, რომ ერთ დღეში ეს ვერ განხორციელდება”,- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები