საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლე – ოთარ სიჭინავა და მიხეილ ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებად დაინიშნენ.
შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ კენჭისყრაზე მიიღო. მათ საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე, კანდიდატების კენჭისყრა მიმდინარეობს. დღეს სულ 77 კანდიდატს უყრიან კენჭს.
შეგახსენებთ, რომ სულ 108 კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან 101 კანდიდატი გამოცხადდა გასაუბრების პირველ ეტაპზე, საიდანაც 79 კანდიდატი შეირჩა, თუმცა 79-დან ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა დიდი ნაწილი, მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება, გარდა საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა, რომლებიც უვადოდ გამწესდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები