ეკა ბესელია: პირდაპირი არჩევის შემთხვევაშიც, “ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს

​პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, “ქართული ოცნების” კანდიდატი უპირობო ლიდერი იქნება. მისი თქმით, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პერსონალურად გიორგი მარგველაშვილს არ უკავშირდება.
“რამდენი კანდიდატიც არ უნდა იყოს დასახელებული, არ ვფიქრობ, რომ მოქმედი პრეზიდენტი გაიმარჯვებს. პირიქით, ჩვენ თავად ვამბობთ უარს რეალურად მისაღებ იმ შედეგზე, რომელსაც პირდაპირი არჩევნების წესის ფარგლებში “ქართული ოცნების” კანდიდატი მიაღწევდა. თუ გავითვალისწინებთ, ამ გაუმართლებელ ხარჯებს, რაც მოჰყვება პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, საპრეზიდენტო ინსტიტუტების შენახვას, ეს გაუმართლებელია და, შესაბამისად, გამოთავისუფლდება ეს გაუმართლებელი ხარჯები. ეს კავშირში არ არის პრეზიდენტისადმი პერსონალურ დამოკიდებულებასთან და არავის გვაქვს ილუზია, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, გამარჯვებას მოიპოვებდა და ეს ნაბიჯი არ არის შიშით ნაკარნახევი. ეს არის სისტემური გადასვლა ახალი საპარლამენტო მოდელის პირობებზე”, – განაცხადა ბესელიამ.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი უნდა შეიცვალოს. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები