ვანო ზარდიაშვილი: მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტის დროინდელ კონსტიტუციას ებღაუჭება

“პრეზიდენტს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ყოფილი პრეზიდენტის დროინდელ კონსტიტუციას ებღაუჭება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძველი კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობას ყველა აღიარებს. დეპუტატის ვარაუდით, გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტობის შანსი არ აქვს.
​”პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა, თუ არჩევნები ჩატარდება. თუ დავფიქრდებით და მარგველაშვილის სამწლიან პრეზიდენტობას შევაფასებთ, ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რომ მას პრეზიდენტობის შანსი არ აქვს. მის მიერ განხორციელებულ ერთ პოზიტიურ ცვლილებას მაინც თუ დამისახელებთ, რაც მან ქვეყნისთვის გააკეთა, კი ბატონო, საკითხზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები