ეკა ბესელია: “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემის ცვლილების თამამი მზაობა გამოხატა

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, “ქართულ ოცნებას” საარჩევნო სისტემის შეცვლის თამამი პოლიტიკური მზაობა გააჩნია.
” ჩვენ გამოვხატეთ ძალიან თამამი პოლიტიკური მზაობა, რომ შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და თავადვე ვთქვით უარი იმ კომფორტულ და შესაძლო გარანტირებულ შედეგებზე, რომელიც მოაქვს მაჟორიტარული და პროპორციულ სისტემის პირობებში არჩევნების ჩატარებას. რადგან ამაზე ვთქვით უარი და პროცესი წარვმართეთ აქეთკენ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ველოდებით, რაც საბოლოო ტექსტში იქნება ასახული”, – განაცხადა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
“ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო სისტემის შემოთავაზებული ვარიანტი პრეზიდენტის წესის არაპირდაპირ არჩევასა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები