ხანდოსხევში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დუშეთში, ხანდოსხევში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების მონტაჟის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
გზის გადაკეტვის მცდელობისას, 6 ადამიანი დააკავეს. მათგან 4-ს 100-100-ლარიანი ჯარიმები გუშინ შეუფარდეს, ორი კი ამ დრომდე თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები