“პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევით ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი დაიზოგება”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პერსონალურად გიორგი მარგველაშვილს არ უკავშირდება.
ამის შესახებ ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მანდატი, რომელიც არჩევნების შემდეგ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა, მავალდებულებელი მანდატია, რომელიც კონსტიტუციაში არსებული არასწორი ნორმების შეცვლას გულისხმობს.
“რამდენი კანდიდატიც არ უნდა იყოს დასახელებული, არ ვფიქრობ, რომ მოქმედი პრეზიდენტი გაიმარჯვებს. პირიქით, ჩვენ თავად ვამბობთ უარს რეალურად მისაღებ იმ შედეგზე, რომელსაც პირდაპირი არჩევნების წესის ფარგლებში, “ქართული ოცნების” კანდიდატი მიაღწევდა. თუ გავითვალისწინებთ ამ გაუმართლებელი ხარჯების, რაც მოჰყვება პირდაპირი წესით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, საპრეზიდენტო ინსტიტუტების შენახვას, ეს გაუმართლებელია და შესაბამისად, გამოთავისუფლდება ეს გაუმართლებელი ხარჯები. ეს კავშირში არ არის პრეზიდენტისადმი პერსონალურ დამოკიდებულებასთან და არავის გვაქვს ილუზია, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, გამარჯვებას მოიპოვებდა და ეს ნაბიჯი არ არის შიშით ნაკარნახევი. ეს არის სისტემური გადასვლა ახალი საპარლამენტო მოდელის პირობებზე”, – განაცხადა ბესელიამ.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი უნდა შეიცვალოს. ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები