სოფო ვერძული: სასამართლო სისტემას რეფორმის ახალი ეტაპი სჭირდება

“სასამართლო სისტემას სჭირდება რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც სისტემაში არსებულ გამოწვევებს გაითვალისწინებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის – „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა განუცხადა.
შესაბამისი კომენტარი ვერძულმა საჯარო ფორუმის დაწყების წინ გააკეთა, რომელიც სასამართლო სისტემის გამოწვევებსა და რეფორმებს ეხება. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეხვედრაზე კვლევის შედეგებს წარმოადგენს. „კვლევა აჯამებს სასამართლო სისტემაში არსებულ რეფორმებს. სახეზეა გამოწვევები, რაც ხელს უშლის დამოუკიდებლობას. პრობლემები ეხება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემას. დღეს საბჭო კენჭს უყრის კონკურსანტებს. მესამე ტალღის ცვლილებების მიღების მიუხედავად, შერჩევის პრობლემები ვერ აღმოიფხვრა. არის დისციპლინური სამართალწარმოების პრობლემა. ასევე, პრობლემურია თავმჯდომარეების დანიშვნის წესი. მოსამართლეებმა თავად უნდა აირჩიონ ისინი. საერთო ჯამში, ანგარიში აჩვენებს, რომ კანონპროექტის განხილვის ბოლო ეტაპზე, ბევრი რამე ამოიღეს. რეფორმის ახალი ეტაპია საჭირო“, -განაცხადა ვერძეულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები