ეკა ბესელია: პრეზიდენტი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს წაერთვა უფლებამოსილებები

პრეზიდენტი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს წაერთვა უფლებამოსილებები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” თავად ამბობს უარს იმ მართლაც რეალურად მისაღებ შედეგზე, რომელსაც პირდაპირი არჩევნების დროს ”ქართული ოცნება” მიაღწევდა.
”ჩემი გამოხმაურების წინაპირობა გახდა საქართველოს პრეზიდენტის და ადმინისტრაციის წევრების განცხადებები, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს წაერთვა უფლებამოსილებები, პერსონალური დამოკიდებულების გამო, თითქოს მიღებული იყო არაპირდაპირი არჩევის წესის შესახებ და წარმოაჩენს ვითარებას ისე, რომ პირდაპირი არჩევნების პირობებში, თითქოს გარანტირებული ჰქონდეს გამარჯვება. „ქართულ ოცნებას“, მმართველ პოლიტიკურ ძალას, შეუძლია საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შემთხვევაში, გაიმარჯვოს მისმა კანდიდატმა და ამასთან დაკავშირებით, არა მგონია, ვინმეს კითხვის ნიშნები უჩნდებოდეს. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შემთხვევაში, იმ უფლებამოსილების გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტს აქვს 2013 წლის ცვლილებებით, იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც შეიძლება იყოს არასაპარლამენტო მოდელისთვის, არის სრულიად გაუმართლებელი. დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ თავად ვამბობთ უარს იმ მართლაც რეალურად მისაღებ შედეგზე, რომელსაც პირდაპირი არჩევნების დროს ”ქართული ოცნება” მიაღწევდა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები არჩევნების დროს, პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის გათვალისწინებული ხარჯები, რომელიც დაიზოგება”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები