გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანს, სტივენ მნუჩინს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანმშრომლობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოითქვა, რომ აშშ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.
მხარეებმა საქართველოში არსებული მაკრეოკონომიკური გარემო განიხილეს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ხაზი გაუსვეს, რაც მათი შეფასებით, ბიზნესწრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ნდობის ფაქტორს ზრდის.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ინიციატივებს და ეკონომიკურ რეფორმებს.

ამერიკის სახელმწიფო ხაზინაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები