ბაჩო ახალაიას სასამართლო დახურულ რეჟიმში წარიმართა – ყოფილი მინისტრის ადვოკატი მისი მეუღლეა

შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.
აღნიშნულის მიზეზად სახელმწიფოებრივი საიდუმლოს შემცველი საკითხის განხილვა დასახელდა.
ბრალდების მხარე ახალაიას სამინისტროდან 60 000 ლარის გაფლანგვას ედავება, რაზეც თავად ბრალდებული ამბობს, რომ ამაში საიდუმლოს შემცველი არაფერია.
„საუბარია 60 000 ლარის გაფლანგვაზე, ეს არის მთელი საიდუმლოება. ვიღაცამ, სადღაც რაღაცა პატაკი დაწერა, რომლის საფუძველზეც გაიფლანგა 60 000 ლარი, რაზეც მე ხელი მოვაწერე. აი ეს არის, გათქმულია საიდუმლოება, არაფერი დასამალი არ არის“, – ამბობს ბაჩო ახალაია.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს პირველად წარდგა სასამართლო სხდომაზე ადვოკატად ბაჩო ახალაიას მეუღლე – ანი ნადარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები