ხანდოსხევთან ექვსი პირი დააკავეს

სოფელ ხანდოსხევთან გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ექვსი პირი დააკავეს.
მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის სხვა ადგილზე გაყვანას ცდილობდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტრაქტორს ქვა ესროლა და შუშა ჩაამტვრია, რის შემდეგადაც სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, პოლიციის მანქანებისთვის გასვლის საშუალება არ მიეცათ, თუმცა მათ დაკავებულთა გაყვანა მაინც შეძლეს.
​სოფელ ხანდოსხევთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. ისინი ელექტოგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია და სამუშაოები, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით სრულდება, სოფლებს განადგურების საშიშროებას უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები