პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს 4 პირი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცავებმა 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 4 პირია დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული საფინანსო კორპორაცია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. აქციაზე რამდენიმე მომიტინგე შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
​დაპირისპირების გამო, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით გადაკეტილი იყო. ამ დროისათვის, მოძრაობა მხოლოდ ნაწილობრივაა შეზღუდული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები