“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა პროკურატურას მიმართეს

“რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა მთავარ პროკურატურას საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით მიმართეს.
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულ მხარეებად რამდენიმე დღის წინ ცნო. შესაბამისი დოკუმენტაცია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებს ორი დღის წინ ჩაბარდათ. დაზარალებული მხარე მოითხოვს, პროკურატურამ დაასახელოს ის პირები, ვინც მათ 2004 წელს “რუსთავი 2”-ის წილები იძულებით დაათმობინეს.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა პროკურატურას ორჯერ მიმართეს.
ტელეკომპანიაზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. “რუსთავი 2”-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანია ნაციონალების ხელისუფლებამ ძალით დაათმობინა. სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები