პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა – დაკავებულია სამი პირი

ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. ორგანიზატორები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აუდიტორია 115 და რკინიგზის პროფკავშირები არიან.
აქციაზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირისპირების დროს სამი ადამიანი დააკავეს.

როგორც შსს–ში აცხადებენ, ისინი ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით არიან დაკავებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები