ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ტყიბულში დამატებითი სამაშველო ჯგუფები თბილისიდან ჩავლენ.
შეგხსენებთ, რომ ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები