ხურვალეთთან „თავისუფალი ზონის“ წევრი დააკავეს

საპატრულო პოლიციამ „თავისუფალი ზონის” წევრი ონისე გერგედავა დააკავა.
„გერგედავა საოკუპაციო ზოლთან საგზაო მიმართულებების მანიშნებელზე აძვრა და ზედ წარწერები – “ოკუპირებული შიდა ქართლი” და “რუსეთს რა” გადააკრა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო პოლიცია. მას შემდეგ, რაც გერგედავა ტრაფარეტიდან ჩამოვიდა, პოლიციამ ის დააკავა”,-აცხადებენ ”თავისუფალ ზონაში”.
​შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს. როგორც „კვირას“უწყებაში განუცხადეს, ონისე გერგედავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც იერსახის დამახინჯებასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები