ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყალბი ამერიკული დოლარები ამოიღეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ყალბი ამერიკული დოლარები ამოიღეს. დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც ყალბი 100-დოლარიანები აღმოაჩნდათ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. საერთო ჯამში, ამოღებულია 101 ცალი ასდოლარიანი ბანკნოტი.
ამჟამად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი განიხილება. ყალბი დოლარების დამზადების ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.