გაერო-ს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ვენესუელაში 48 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის.
„წინასწარი მონაცემებით, 29 ივნისს ვენესუელაში ჩავა რეისი, რომელიც კოპენჰაგენში მდებარე იუნისეფის გლობალური მიწოდების ცენტრიდან 48 ტონა სამედიცინო აღჭურვილობას, წყალს, სანიტარულ და ჰიგიენურ საშუალებებს მიიტანს“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ჰუმანიტარული მარაგი, რომელსაც იუნისეფი ვენესუელას უგზავნის, მოიცავს ეტლებს, კარვებს, პირველადი დახმარების ნაკრებებს და წყლის გამწმენდ ტაბლეტებს.
„ადგილობრივი იუნისეფის ჯგუფები ადგილზე მუშაობენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ ბავშვებსა და ოჯახებს“, – აღნიშნა ფონდმა.