ვინ დგას ე.წ. ციანიდის საქმის უკან – “პატრიარქის მკვლელობა ივანიშვილს უნდა დაბრალებოდა”

“წინასწარ მზადდებოდა საზოგადოებრივი განწყობა, რომ პატრიარქის მკვლელობა დაბრალებოდა ხელისუფლებას, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს”, – აღნიშნული მოსაზრება უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გაზეთ „პრაიმტაიმში“ ე. წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით გამოთქვა.
კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ ციანიდის საქმის უკან წინა ხელისუფლება იდგეს. როგორც ნანა კაკაბაძე ირწმუნება, ერთადერთი ძალა, ვისაც პატრიარქის ლიკვიდაციის ინტერესი ჰქონოდა, „ნაციონალური მოძრაობაა.
„მაქვს საფუძველი ასეთი ეჭვი მქონდეს. დააკვირდით მოვლენათა განვითარებას: ციანიდის საქმემდე ცოტა ხნით ადრე, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი ჰქონდა, ხალხი ქუჩაში გამოეყვანა, მაგრამ ვერ მოახერხა. შემდეგ „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყო უცნაური საუბრები, თითქოს არსებობდა რაღაც ჩანაწერი, სადაც ბიძინა ივანიშვილი ლანძღავს პატრიარქს და აი, ამ ფონზე იგეგმება მკვლელობა. ჩემი აზრით, წინასწარ მზადდებოდა საზოგადოებრივი განწყობა, რომ პატრიარქის მკვლელობა დაბრალებოდა ხელისუფლებას, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილს და ამ მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხი ქუჩაში გამოეყვანა. საკუთარი რესურსით მათ ეს არეულობა ვერ შეძლეს და ამიტომაც გადაწყვიტეს ამ გაუგონარ ნაბიჯზე წასვლა“, -აღნიშნა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები